გიორგი შარაშიძე - არჩილ გორდულაძე ქოთანს საიდანაც უნდა, ყურს იქიდან აბამს, ეს მისი ცნობილი ტაქტიკაა - თუ ვინმე დღეს კონსტიტუციას არღვევს, ეს პირველ რიგში თავად „ქართული ოცნებაა“
პოლიტიკა ·

არჩილ გორდულაძე ქოთანს საიდანაც უნდა, ყურს იქიდან აბამს, ეს მისი ცნობილი ტაქტიკაა - ჩვენ არჩევნებში მონაწილეობის გამო გვედავება კონსტიტუციის დარღვევას და თავად ასეთი არაკონსტიტუციური სარჩელი აქვთ შედგენილი და ვის მიმართ აქვს პრეტენზია?! თუ ვინმე დღეს კონსტიტუციას არღვევს, ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, არის თავად „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.