სერგეი შოიგუ - საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების გატარება დაიწყო - მივესალმებით საქართველოსთან სავაჭრო თანამშრომლობას, მნიშვნელოვანია 3+3 პლატფორმის განახლებაც

პოლიტიკა ·

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შოიგუს განცხადებით, 2024 წელს საქართველოს ხელისუფლებამ თავიდან აიცილა პროდასავლური ქართული ოპოზიციის მიერ ინიცირებული სახელმწიფო გადატრიალება. “საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს პრაქტიკულად აღკვეთა პროდასავლური ქართული ოპოზიციის მიერ ინიცირებული სახელმწიფო გადატრიალება და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართული კურსის გატარება დაიწყო”, - განაცხადა შოიგუმ დსთ-ს წევრი სახელმწიფოების უშიშროების საბჭოს მდივნების მე-14 ყოველწლიურ შეხვედრაზე.