„შენი პირადი გვერდი“ - საქართველოს საპენსიო ფონდი მონაწილეებს პირადი გვერდის შესაძლებლობებს უზიარებს

საზოგადოება ·

„შენი პირადი გვერდი“ - საქართველოს საპენსიო ფონდი მონაწილეებს პირადი გვერდის შესაძლებლობებს უზიარებს

საქართველოს საპენსიო ფონდი მონაწილეებს კიდევ ერთხელ ახსენებს პირადი გვერდის იმ შესაძლებლობებს, რომლებიც დაგროვებითი პენსიის მართვას უფრო მარტივსა და ხელმისაწვდომს ხდის. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, მონაწილეებს პირად გვერდზე შეუძლიათ, დეტალურად გაეცნონ საპენსიო დანაზოგს და გადაამოწმონ, რომელი დამსაქმებლის მიერ რა ოდენობის შენატანი განხორციელდა მათ სახელზე თვეებისა და წლების მიხედვით.