სახალხო დამცველმა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს აზბესტის საფრთხეების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების თაობაზე წინადადებით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს აზბესტის საფრთხეების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების თაობაზე წინადადებით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათი ცნობით, 2026 წლის 29 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა სპეციალური ანგარიში „აზბესტთან დაკავშირებული საფრთხეები საქართველოში – შრომითი უსაფრთხოება, ჯანმრთელობის დაცვა და ჯანსაღ გარემოზე უფლება“.