ლევან მაჭავარიანი - 14 წელია გვესმის „დიქტატურა“, „რუსეთი“, მსგავსი აბსურდი და ბოდვა, მოსაბეზრებელია ასეთი აგენტურული ოპოზიციის ყოლა - პოლიტიკური ველი აგენტურული პარტიებისგან უნდა გაჯანსაღდეს
პოლიტიკა ·

14 წელია გვესმის ერთი და იგივე: „დიქტატურა“, „რუსეთი“, მსგავსი აბსურდი და ბოდვები - უკვე მართლა მობეზრდა ჩვენს საზოგადოებას ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, მოსაბეზრებელია ასეთი აგენტურული ოპოზიციის ყოლა პოლიტიკაში, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, დროა, პოლიტიკური ველი აგენტურული პარტიებისგან გაჯანსაღდეს, ამიტომ ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც “ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელი შეიტანა.