არიანა გრანდე ფილმ „Focker-In-Law“-ის პრემიერაზე გამოჩნდა

კულტურა და გართობა ·

არიანა გრანდე ფილმ „Focker-In-Law“-ის პრემიერაზე გამოჩნდა

არიანა გრანდე ნიუ-იორკში ფილმ „Focker-In-Law“-ის პრემიერას დაესწრო. ეს ღონისძიება ვარსკვლავის პირველი საჯარო გამოჩენაა მას შემდეგ, რაც მან აგვისტოში კარიერული პაუზის შესახებ განაცხადა. პრემიერაზე 33 წლის არიანა გრანდე თავის შეყვარებულთან, რიკი ალვარესთან ერთად მივიდა. წყვილმა წითელ ხალიჩაზე ერთად პირველად იპოზიორა. წყვილი 2015-2016 წლებში ხვდებოდა ერთმანეთს, მას შემდეგ, რაც ალვარესი გრანდეს მოცეკვავე იყო. მათ ურთიერთობა მიმდინარე წლის ივნისში, გრანდესა და მსახიობ ითან სლეიტერის დაშორების შემდეგ განაახლეს.