გიორგი სიორიძე - ვაპირებთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ, ვამხილოთ კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაში, იმ ისტორიულ დანაშაულში, რომელსაც ივანიშვილი ცდილობს განახორციელოს

პოლიტიკა ·

გიორგი სიორიძე - ვაპირებთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ, ვამხილოთ კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაში, იმ ისტორიულ დანაშაულში, რომელსაც ივანიშვილი ცდილობს განახორციელოს

ჩვენ ვაპირებთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ, ვამხილოთ კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაში, ანტიეროვნულ, ანტიკონსტიტუციურ ქმედებებში, იმ ისტორიულ დანაშაულში, რომელსაც ივანიშვილი ცდილობს, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით განახორციელოს, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა. სიორიძის თქმით, „ქართული ოცნების“ აბსურდული სარჩელით ივანიშვილი ცდილობს, რომ ქვეყანაში ოპოზიცია საერთოდ გააქროს.