ნათია თურნავა - თუ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი მომავალ თვეებში ჩაცხრება, მომდევნო წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს - ჩვენ თანაბრად მზად ვართ, გავამკაცროთ მონეტარული პოლიტიკა და როცა გარე ფაქტორები მიილევა, დავიწყოთ შემსუბუქება
პოლიტიკა ·

თუ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი მომავალ თვეებში ჩაცხრება და მისგან მომდინარე ინფლაციური წნეხი ეტაპობრივად შერბილდება, ეროვნული ბანკის განახლებული ცენტრალური სცენარის მიხედვით, მიმდინარე წელს ინფლაცია საშუალოდ 5,4% იქნება, ხოლო 2027 წელს საშუალო წლიური მაჩვენებელი ჩამოვა 3,5%-მდე სხვა თანაბარ პირობებში, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის წარდგენისას…