ომბუდსმენმა პენიტენციურ დაწესებულებებში ადვოკატების პროფესიული სამუშაო ჩანაწერების კონფიდენციალურობის დაცვისა და მათი შეუფერხებლად გატანის უზრუნველყოფის მიზნით, იუსტიციის მინისტრს რეკომენდაციით მიმართა

სამართალი ·

საქართველოს სახალხო დამცველმა პენიტენციურ დაწესებულებებში ადვოკატების პროფესიული სამუშაო ჩანაწერების კონფიდენციალურობის დაცვისა და მათი შეუფერხებლად გატანის უზრუნველყოფის მიზნით, რეკომენდაციით მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა ადვოკატების განცხადებები, რომლებიც სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულებიდან დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან შეხვედრისას გაკეთებული სამუშაო ჩანაწერების გატანის შეზღუდვას შეეხებოდა.