დონალდ ტრამპის განცხადებით, „უბრალოდ იხუმრა“, როდესაც თქვა, რომ დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნად ნიშნავდა

მსოფლიო ·

დონალდ ტრამპის განცხადებით, „უბრალოდ იხუმრა“, როდესაც თქვა, რომ დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნად ნიშნავდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, იხურა, როდესაც თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა UFC-ის აღმასრულებელ დირექტორსა და პრეზიდენტს, დანა უაითს შესთავაზა. „გეტყვით, რომ მხოლოდ ვხუმრობდი, მაგრამ დანას მოსწონს ეს იდეა და მხოლოდ ერთი დანაა. ის შესანიშნავია“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს. ტრამპმა შაბათს Truth Social-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მან უაითს თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა და სთხოვა, რომ ასისტენტებად მებრძოლები დაენიშნა.