ნათია თურნავა - ეროვნული ბანკი არ გეგმავს ციფრული ლარის საყოველთაო გამოშვებას და შემოღებას - ასევე, არავითარ შემთხვევაში ციფრული ლარი არ და ვერ ჩაანაცვლებს ნაღდ ლარს!
პოლიტიკა ·

ამ ეტაპზე და მომავალ წლებშიც საქართველოს ეროვნული ბანკი არ გეგმავს ციფრული ლარის საყოველთაო გამოშვებას და შემოღებას. განსაკუთრებით არ იგეგმება ე.წ. საცალო ციფრული ლარის ანუ მოსახლეობის ხელთ არსებული ციფრული ლარის ფართოდ შემოღება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის წარდგენისას განაცხადა.