ნათია თურნავა - ლარის მიმართ ნდობა მზარდია - დეპოზიტების ლარიზაცია 57%-მდე გაიზარდა

პოლიტიკა ·

ნათია თურნავა - ლარის მიმართ ნდობა მზარდია - დეპოზიტების ლარიზაცია 57%-მდე გაიზარდა

ლარის მიმართ ნდობა მზარდია და 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საბანკო სექტორის მთლიანი დეპოზიტების 57% ეროვნულ ვალუტაშია განთავსებული, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის წარდგენისას განაცხადა.