ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

საზოგადოება ·

ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. „საქართველოში მუშაობა დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ. პირველი შეხვედრა მისიის წევრებმა ალეხანდრო ჰაიდენბერგის ხელმძღვანელობით ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან გამართეს. ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხები.