მიხეილ სააკაშვილი - ბიძინა, ეს რა გაკადრა კობახიძემ ბრიუსელში? როგორ გაკადრეს ტალახში თრევა ყველას დასანახად? ეს არის შენი „პიკასოს ბიჭი?“ ან როგორ გიბედავს ლაწირაკი ღარიბაშვილი იმ ხელებზე კბენას, რომლითაც აჭმევდი?
პოლიტიკა ·

ბიძინა, ბიძინა, საყვარელო, ეს რა გაკადრა კობახიძემ ბრიუსელში? როგორ გაკადრეს ტალახში თრევა ყველას დასანახად? ეს არის შენი “პიკასოს ბიჭი?” - ან როგორ გიბედავს ეს ლაწირაკი ღარიბაშვილი ხელებზე კბენას, იმ ხელებზე, რომლითაც აჭმევდი? - ეს განცხადება მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე გააკეთა, მანამდე სააკაშვილმა ისაუბრა “ვარდების რევოლუციაზე”, მისი მმართველობის პერიოდსა და 2012 წლის შემდგომ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე. “მიმართვა ქართველ ხალხს!