ურსულა ფონ დერ ლაიენი - აბუ-დაბიში დაგეგმილ მოლაპარაკებებში ევროკავშირიც მიიღებს მონაწილეობას
მსოფლიო ·

დღეს ვიწყებ ვიზიტს შავი ზღვის რეგიონში, სადაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეები მძაფრდება, თავდასხმების რიცხვი იზრდება და უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს. “რუმინეთსა და ბულგარეთში შევხვდები ლიდერებს, რათა განვიხილოთ ადგილზე არსებული ვითარება და ის, თუ როგორ შეუძლია ევროპას, გააძლიეროს საკუთარი რეაგირება”, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.